მერილენდის შტატში მომხდარი სროლისას 5 მოზარდი დაიჭრა

მერილენდის შტატში მომხდარი სროლისას 5 მოზარდი დაიჭრა. ამის შესახებ ABC News-ი იტყობინება.~

ინციდენტი ქალაქ გრინბელტის ერთ-ერთ პარკში მოხდა, სადაც სკოლიდან გამოპარული ასობით მოსწავლე იყო შეკრებილი.

კონფლიქტის მიზეზი უცნობია – ფაქტს პოლიცია იძიებს.