რუსეთმა გერმანიის კლინიკისგან ალექსეი ნავალნის წინასწარი დიაგნოზის მტკიცებულება მოითხოვა

გერმანიის იუსტიციის სამინისტრომ დაადასტურა, ალექსეი ნავალნის ჰოსპიტალიზაციის ფაქტის შემოწმების ფარგლებში, რუსეთისგან მოთხოვნის მიღების ფაქტი, სამართლებრივი დახმარების შესახებ.

 

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გერმანიაში მოთხოვნა 27 აგვისტოს გაგზავნა, რომლითაც გერმანიის კლინიკისგან წინასწარი დიაგნოზის მტკიცებულება მოითხოვა.

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნის ჰოსპიტალიზაციის შემდეგ რუსეთის პოლიციამ შემოწმების განხორციელების ვადა გაახანგრძლივა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, შემოწმების ვადა ათიდან 30 დღემდე გახანგრძლივდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკისოს ომსკის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, გამომძიებლებმა წინასაგამოძიებო შემოწმება დაიწყეს.

“აიპიენი”