მოგესალმებით, მე გახლავართ ვლადიმერ(ლადო) ლიუდერის ძე ღონღაძე.
დავიბადე თბილისში, პროფესიით მხატვარი, რომელიც დღევანდელი ცხოვრების გამო მეორე ხარისხოვნად მექცა,დავამთავრე სამხატვრო აკადემია, მონუმენტურ დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტი.
მომიწია ბრძოლა აფხაზეთში, აღმაშენებლის რაზმის, სოხუმის ფილიალის მეთაურად.
2010 წელს ვმუშაობდი გაზეთ „ასავალ დასავალში,“ მქონდა საკუთარი რუბრიკა(ფუნჯის ენა), სადაც ვაქვეყნებდი ჩემს მიერ შესრულებულ კარიკატურებს, მაშინდელ მთავრობასა და მის გურუ სააკაშვილზე.
ჩემი ამ საქმიანობის გამო, მომიწია იძულებით ოჯახისა და სახლის იძულებით დატოვება და გადაბარგება. იყო ჩემი ლიკვიდაციის მცდელობა, რასაც სასწაულით გადავურჩი, მუქარებზე აღარაფერს ვამბობ…
გამოუავალი მდგომარეობის გამო რაც მიშას სპეც სამსახურებმა შემიქმნეს, მომიწია ცხინვალში გადასვლა და იქიდან რუსეთის მთავრობისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა.
ცხინვალში სამ წლამდე დავყავი, თავგადასავლებიც საკმარისზე მეტი დამიგროვდა, რაც მინდა ყველას გაგიზიაროთ…
2013 წლიდან ვცხოვრობ რუსეთში, გახლავართ ერთ–ერთი ცნობილი ბრენდ შეფი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ქართულ სამზარეულოს, მის ადათ წესებსა და კულტურას.
Facebook: Lado Gongadze. https://www.facebook.com/lado.gongadze.7?__tn__=%2Cd*F*F-R&eid=ARDxVAcCfKb1jmvRkRcx-bSClfGKeLM6TckLduZzSSxi9zApnr_fdwaXhDJM0dgvdM1r5X9SXGnWCXPq&tn-str=*F
Instagram: gongadzelado.
“თვალსაზრისი”