რუმინეთში საჰარის უდაბნოდან წამოსული მტვრის გამო, ტალახიანი წვიმა მოვიდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩანს დაბინძურებული მანქანები, ხეები, ფანჯრები და ქუჩები.
ხელისუფლებამ მოქალაქეებს, რომელთაც რესპირატორული დაავადებები აქვთ, მოუწოდა, სულ მცირე 24 საათის განმავლობაში სახლებიდან გასვლას მოერიდონ.
ეროვნულ მეტეოროლოგიურ სააგენტოში განაცხადეს, რომ რუმინეთის თავზე საჰარის მტვრით ჰაერის მასები დარჩება ოთხშაბათამდე, შემდეგ კი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლებს.
როგორც ცნობილია, საჰარის მტვრის გამო ტალახიანი წვიმა დაფიქსირდა უკრაინის სამხრეთ რეგიონებშიც.
საჰარის უდაბნოდან წამოსულმა მტვრის ნარინჯისფერმა ნისლმა დღეს საბერძნეთის დედაქალაქი ათენი დაფარა.