გერმანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი იმაზე მეტ იარაღს აწარმოებს, ვიდრე ომში სჭირდება

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ რუსეთი აწარმოებს იარაღს იმ რაოდენობით, რომელიც აღემატება მის საჭიროებებს ომის დროს.

პისტორიუსის თქმით, ახლა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უკვე მუშაობს საწყობების შესავსებად.

პისტორიუსმა აღნიშნა, რომ იარაღის ხარჯვის ზრდასთან და ომის ეკონომიკის გამარტივებასთან ერთად, წარმოებულის მნიშვნელოვანი ნაწილი არა ფრონტზე, არამედ საწყობებში მიდის.

„ახლა შეგიძლიათ იყოთ გულუბრყვილო და თქვათ, რომ პუტინი ამას მხოლოდ სიფრთხილის გამო აკეთებს. როგორც სკეპტიკოსი, ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ის ამას აკეთებს რადგან მას აქვს გეგმები“, – აცხადებს ბორის პისტორიუსი.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში პისტორიუსმა თქვა, რომ 5-8 წლის განმავლობაში ნატო უნდა მოემზადოს რუსეთის თავდასხმისთვის.