ქვემო ბოდბეში გამგებლის შვილი დაჭრეს

კახეთში, 31 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი სოფელ მირზაანის გამგებლის აკაკი თარაშვილის შვილია. შემთხვევა სოფელ ქვემო ბოდბეში მოხდა. კობა თარაშვილს რამდენიმე პირთან კონფლიქტი ქვემო ბოდბეში  მოუხდა. დაჭრის ფაქტი კი მეორე  დღეს მოხდა.

დაჭრილი თავდაპირველად წნორის კლინიკაში, ხოლო შემდეგ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ამჟამად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„დაჭრილი ცოტა ხნის წინ შემოიყვანეს, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს“, – განაცხადეს კლინიკაში.