მოიერიშე თვითმფრინავებმა დარტყმები მიაყენეს „ჰეზბოლას“ პოზიციებს სამხრეთ ლიბანში. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც IDF-ში აღნიშნავენ, შეტევას წინ უძღოდა რამდენიმე საათით ადრე, ლიბანიდან „საეჭვო საჰაერო სამიზნეს გაშვება“.
არსებული ცნობით, ისრაელის სამიზნეებს წარმოადგენდა „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა ლიბანის სამხრეთით, მარკაბაში და კიდევ ერთი ობიექტი სრებინში.