როგორია ტრისტან სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ცნობები ყველასთვის საყვარელი მსახიობის შესახებ

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე, რომელმაც ტრისტან სარალიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა, წერს, რომ მსახიობი არ გარდაცვლილა, ძველი პოსტი კი წაშალა.

„ხალხო, ტრისტან სარალიძეს გარდაცვალება არ დადასტურდა. „გიგილო“ მკურნალობას განაგრძობს თურქეთში.

ღმერთო დაეხმარე და გამოაჯანმრთელე“ – წერს ჩუბინიძე ახალ მიმართვაში.

ყველასათვის საყვარელი მსახიობი ტრისტან სარალიძე მძიმე სენს ებრძვის. ექიმებმა მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობის პირველი ეტაპი თურქეთში გაიარა.

ტრისტან სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის თურქეთში სარეაბილიტაციო კურსს გადის.

“ცუდად ვარ, სტამბოლში ვიყავი და ქიმიას ვიკეთებ. ხველება ამიტყდა, რის გამოც ექიმთან მივედი, „კატე“ გადამიღეს და მარჯვენა ფილტვის გასაყარზე აღმომაჩნდა სიმსივნე… ამის შემდეგ წავედი სტამბოლში, „ანადოლუს“ კლინიკაში და ქიმია დამინიშნეს. ერთი გადასხმა დამრჩა, შემდეგ ისევ ჩავალ კონტროლზე და გავიგებ, როგორ მიდის მკურნალობა…“ – განუცხადა “პრაიმტაიმს” რამდენიმე დღის წინ მსახიობმა.