ამერიკელი და უცხოელი იურისტების კოალიცია – მათ შორის მინიმუმ 20 ადამიანი, რომლებიც მუშაობენ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მოუწოდებს ჯო ბაიდენს შეწყვიტოს სამხედრო დახმარება ისრაელისთვის, – ამის შესახებ Politico იუწყება.
წერილში, რომელიც გაზეთმა მოიპოვა, ნათქვამია, რომ ისრაელმა დაარღვია აშშ-ის კანონები, მათ შორის იარაღის ექსპორტის კონტროლის აქტი, ასევე, ჟენევის კონვენციები, რომლებიც კრძალავს არაპროპორციულ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
მედიის ცნობით, წერილი შეადგინა მოქმედმა იურისტებმა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტიდან. აქამდე მას 90-ზე მეტმა ადვოკატმა მოაწერა ხელი, ასევე, ევროკომისიის და კერძო სექტორის იურისტებმა.
ამერიკელი და უცხოელი იურისტები, ასევე, მოუწოდებენ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს გამოიძიოს, აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ისრაელის არმიაში მსახურობდნენ, ჩაიდინეს თუ არა სამხედრო დანაშაულები.