დადასტურდა, რომ სააკაშვილს უნდა, ავანგარდში ჩაუდგეს პოლიტიკურ მოძრაობას, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ის ცდილობდა რევოლუციური პროცესების განვითარებას.
„დადასტურდა, რომ სააკაშვილი არათუ ავად არის, არამედ უნდა, რომ ავანგარდში ჩაუდგეს პოლიტიკურ მოძრაობას. ეს ფაქტია და ყველამ ვიხილეთ, მაგრამ ამაში არ არის საქმე. ამდენი ხანი ამ თაღლითობის პოლიტიკით, რევოლუციური პროცესების განვითარების დაუოკებელი ჟინი და სურვილი, რამაც სააკაშვილი დააწვინა ლოგინში და ამდენი ხანი სიმულაციას ახდენდა მომაკვდავი დემოკრატის, აი ამაშია საქმე, ეს არის სიბინძურე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, სააკაშვილმა უკან გამოიტანა სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელი, შესაბამის წერილში აღნიშნულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.