ლონდონში ხმლით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად 13 წლის ბავშვი დაიღუპა, ხუთი ადამიანი კი დაშავდა.
ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
პოლიციის ცნობით, თავდაპირველად მამაკაცი მანქანით ერთ-ერთ სახლს დაეჯახა, შემდეგ კი ხმლით გამვლელებს და პოლიციის თანამშრომლებს დაესხა თავს.
როგორც მედია წერს, დაშავებულებს შორის ორი პოლიციელია, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მათი მდგომარეობა უცნობია.
პოლიციამ 36 წლის ეჭვმიტანილი ინციდენტიდან 22 წუთის შემდეგ დააკავა. ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის შემთხვევა, როგორც ტერორიზმთან კავშირში არ განიხილება.