აქ არიან მოღალატეები და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ მოღალატეთა სია როგორია

მოღალატეები რომ ბედავენ და სხვას მოიხსენიებენ რუსად და სხვას მოიხსენიებენ მოღალატედ, ამაზე დიდი პარადოქსი არ არსებობს. ახლა ერთად შევახსენოთ, ვინ არის მოღალატე ამ დარბაზში და ვინ გააფორმა ოფიციალურად რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ არიან მოღალატეები და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ მოღალატეთა სია როგორია, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ საუბრობს დემოკრატიაზე, ვინ საუბრობს ღალატზე, ვინ საუბრობს რუსეთუმეობაზე.

„ეს არის რეზოლუცია 1633 (2008) საქართველოს და რუსეთს შორის ომის შედეგები, პუნქტი 5 –ამას გაგიმეორებთ ყველა ჯერზე როგორია მოღალატეობა და ეს უნდა ატაროთ მთელი ცხოვრება, „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით“. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს“. ქალბატონო თინა (ბოკუჩავა) ეს არის თქვენი ძალის ხელმოწერილი მოღალატეობრივი ხელმოწერა. აი, ეს არის ჩემი, როგორც იურისტის შეფასება რეზოლუციაზე, ამიტომ მოღალატეებმა ხმა არ უნდა ამოიღოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მოღალატეები ხმას ვერ უნდა იღებდნენ და არჩევნების შემდგომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გაასამართლებს ოპოზიციას მათი ღალატის და პოლიტიკური სიმძიმის გამო.

„ახლა ვინ გველაპარაკება ჩვენ, გიორგი ვაშაძე 2011 წელს სააკაშვილმა დააჯილდოვა პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით, 2011 წლის 26 მაისს, დარბევიდან მეორე დღეს. სირცხვილის განცდა არ გაქვთ? ქართველების რუსთაველზე დარბევიდან მეორე დღეს ბრწყინვალების ორდენი როგორ აიღე? აგვისტოს ომიდან სამი წლის თავზე თქვენი ბელადი სად იდგა არ გახსოვთ? ვის შემოუძღვა აქ და ვის უკრავდა ტაშს, რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოშიო? აგვისტოს ომიდან სამი წლის თავზე „ვეტეო“-ში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას რატომ დაუჭირეთ მხარი? ოკუპანტს რატომ დაუჭირეთ მხარი, რომ არა საქართველოს მხარდაჭერა ვერ იქნებოდა რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ამიტომ მოღალატეები ხმას ვერ უნდა იღებდეთ, მაგრამ არჩევნების შემდგომ ადგილი თქვენთვის იქნება გამოყოფილი და შესაბამისად ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ გაგასამართლებთ. ქალბატონი ხატია დეკანოიძე არის თურმე ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი – 2016 წელს უცხო სახელმწიფო სამსახურში ჩადგომის გამო უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს გულშემატკივარი უცხო სახელმწიფო სამსახურში შესვლის გამო სამშობლოს მოქალაქეობაზე უარს არ ამბობს, ამიტომ თქვენი წარსული არის მტკიცებულება ღალატის და პოლიტიკური სიმძიმის, – აღნიშნა ოხანაშვილმა.