პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, გუშინდელ აქციაზე 6 სამართალდამცველი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები.
ამავე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულნი არიან წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.