სახელისუფლებო ვერტიკალის შერყევის პირველი ნიშნები გამოჩნდა?

აღარავის აკვირვებს ის, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების  ფონზე ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ “კულტურის მუშაკები”, სპორტსმენები, ჟურნალისტები, მეცნიერები და სხვა სფეროების წარმომადგენლები, მათ შორის, სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ზოგიერთი რიგითი მუშაკი. საუბარი კერძოდ, მათზეა, ვინც გუშინ ხელისუფლებას ადიდებდა და ეპირფერებოდა, დღეს კი, “ევროპა გვინდა”-ს ითხოვს. ყოველ შემთხვევაში, ჩამოთვლილი კატეგორიების ნაწილი მაინც.

მაგრამ უშუალოდ სახელისუფლებო ვერტიკალის რღვევა ჯერ არ შეინიშნება. თუმცა, შესაძლოა, პირველ ნიშნად აღვიქვათ გარემოება, რომელსაც შეფასება ჯერ არ გაუკეთდა.

კონკრეტულად კი, უკვე მეორე ღამეა, თბილისის მარჯვენა სანაპირო, პროდასავლური საპროტესტო ელემენტების მიერ იკეტება მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყენებით – სამგზავრო ავტობუსებით.

ეს არის პირდაპირი დანაშაული, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი. ხელისუფლება კი, ჯერ-ჯერობით, არ რეაგირებს და არ აწარმოებს მოკვლევას – ვინ დაძრა ავტობუსი, როგორ შეძლო მისით გზის გადაკეტვა.

ვიმეორებთ, მეორე ღამეა, იგივე მეორდება. თუკი ხელისუფლება არ გასცემს ამ კითხვას პასუხს და დამნაშავეებს კანონის ძალით არ დასჯის, ეს იქნება სახელისუფლებო ვერტიკალის რღვევის პირველი ნიშანი.

სხვათა შორის, ოთხი წლის წინ, ვასილ გოგალაძე (სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარი), ჩვენი ოლიგარქის თუ ქველმოქმედის მისამართით სოციალურ ქსელში წერდა:

“იმდენი გარეწარი და ვირთხაა თქვენ გარემოცვაში, თუ ვინმე საღად და კაცურად ქართულად მოაზროვნე იყო და ღირსეული, კაცი აღარ დაგიტოვეს მხარში მდგომი.

ოდესმე თუ ღალატი იქნება, მათი ხელით იქნება ეგ.

იმდენი ქნეს და იმდენი იმაიმუნეს, სულ ნაბოზარი და სამმაგი აგენტებით გაგივსეს ყველა სამინისტრო თუ უწყება”.

p.s. ისე, დააკვირდით, რა “ტექნიკურად” ჩაიხსნა საპატრულო პოლიციის აქამდე ფრიად აქტიური და “ტელეგენური” უფროსი ვაჟა სირაძე. პირადად რუსთაველზე დგომა აღარ უნდა პატივცემულს. კაბინეტიდან მართავს თავის ქვეშევრდომებს.

ფოტოზე: მარჯვენა სანაპირო, იუსტიციის სახლთან და მშრალ ხიდთან, გუშინ და დღეს.