ლომჯარია ხვიჩა კვარაცხელიას მოუწოდებს, თქვას – “არა რუსულ კანონს”

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მიმართავს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების წევრ ხვიჩა კვარაცხელიას და მისთვის სასურველი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს.

„კვარა, გვითხარი „არა რუსულ კანონს“, თორემ ბუდუს სურათს ჩავაფოტოშოპებ გვიყვარხარ და გვეიმედები“, – წერს ლომჯარია და კვარაცხელიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.