ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, ამ მხრივ იყვნენ უფრო წინდახედული, გაერკვნენ საკითხში და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, ვინაიდან ყალბი ნარატივის დამკვიდრება დისკრედიტაციაა ქართული პოლიციის, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითიც თბილისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, იმედგამაცრუებელია ზოგიერთი განცხადება როგორც საქართველოში მყოფი საელჩოების, ისე ზოგიერთი უცხოელო აქტორის მხრიდან და ის ყველას მოუწოდებს, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედული, გაერკვნენ საკითხში და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, ვინაიდან ყალბი ნარატივის დამკვიდრება დისკრედიტაციაა ქართული პოლიციის, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს.
„იმედგამაცრუებელია ზოგიერთი განცხადება როგორც საქართველოში მყოფი საელჩოების, ისე ზოგიერთი უცხოელო აქტორის მხრიდან. ეს გარკვეულწილად ქმნის აღქმას, რომ ხდება ყალბი ნარატივის დამკვიდრება, თითქოს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია და მისი ძალადობრივი გზით შეწყვეტა მოხდა. ყველამ ნახა, სინამდვილეში, რა ხდებოდა და, მათ შორის ნახა პარლამენტის შენობაზე თავდასხმის შედეგები, რომელსაც გუშინ წინ, ღამის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ამის ფონზე თქმა, რომ ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, არის ყალბი ნარატივის დამკვიდრების მცდელობა, მეორე მხრივ, საქართველოს პოლიციის დისკრედიტაცია. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, ამ მხრივ იყვნენ უფრო წინდახედული, გაერკვნენ საკითხში და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, ვინაიდან ყალბი ნარატივის დამკვიდრება დისკრედიტაციაა ქართული პოლიციის, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს.
ყველას შევახსენებ, რომ 2019 წლის ნოემბრის აქციების დროსაც იყო განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, აშშ-ის საელჩოს მხრიდან. გახსოვთ, ხდებოდა პიკეტირება საქართველოს პარლამენტის შენობის და მაშინაც აქციის დაშლასთან დაკავშირებით პოლიციის ქმედება შეაფასეს გარკვეული შეშფოთებებით. შემდეგ, 2022 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სრული სტანდარტების დაცვით მოქმედებდა საქართველოს პოლიცია და საელჩოების ეს განცხადება იყო ყალბი ნარატივის დამკვიდრება. ამიტომ, გარკვეული დეჟა ვუ არის, როდესაც გუშინ განცხადებებს ვკითხულობდი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.