ალენ სიმონიანი – სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიალზე არ გაემგზავრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიალზე არ გაემგზავრება. ამის შესახებ განცხადება სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომაში, როგორც თანათავმჯდომარე სახელმწიფომ“, – განაცხადა სიმონიანმა.