„ეს ქვეყანა სააკაშვილმა შექმნა“ – ვარშალომიძე

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარისა და უკრაინის საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა სააკაშვილმა შექმნა,- ამის შესახებ მან ტვ პირველთან საუბრის დროს განაცხადა.

 

„მიხეილ სააკაშვილი არამარტო უნდა ჩამოვიდეს, არამედ უნდა მართოს ეს ქვეყანაც იმიტომ, რომ ამ კაცმა შექმნა ეს ქვეყანა და დღეს მართლაც სირცხვილია, როცა მესამე პრეზიდენტი საერთოდ ქვეყანაში არ იმყოფება და საქართველოს პასპორტი არ გააჩნია.

მე აქ უცხოს ვერაფერს ვხედავ. მე პირადად ვამაყობ, რომ მისი გუნდის წევრი ვარ. მისი გუნდის წევრობის დროს შეიქმნა ეს სასწაულები, როგორიც ბათუმის სასწაულია და სხვა საქართველოს აღმშენებლობა.

ამიტომ, მისი ჩამოსვლაც, გაპრემიერებაც და მმართველობაც შესაძლებელია. ამას, უბრალოდ, ბრძოლა სჭირდება. მეც აქ ვარ, ქართველი ხალხიც აქ იქნება“,- თქვა ვარშალომიძემ.

“პრაიმტაიმი”