ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ესპანეთში ბელარუსის ელჩი პაველ პუსტოვოი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
როგორც ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ იტყობინება, ლუკაშენკოს განკარგულებით, პუსტოვოის ჩამოერთვა დიპლომატიური რანგი „თანამდებობრივი უფლებამოსილებების არასათანადო შესრულების გამო“.
ამავე განკარგულებით, პუსტოვოი გათავისუფლებულია ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში ბელარუსის წარმომადგენლის პოსტიდან.
აღსანიშნავია, რომ მანამდე პაველ პუსტოვოიმ არჩევნებზე ხმების ხელახალი დათვლის ინიციატივას დაუჭირა მხარი და ხელისუფლებას როგორც სამართალდამცველების, ისე დემონსტრანტების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისკენ მოუწოდა.
“1 არხი”