რუსეთის ელჩი აშშ-ში: „ხაზგასმით აღვნიშნავ: ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს კლავენ დასავლური იარაღით; რუსეთის ქალაქებს დაახლოებით ათჯერ მაინც დაესხნენ თავს ნეონაცისტები“

რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა ხაზგასმით აღნიშნა, უკრაინის დაპირებები რომ არ გამოიყენებს შეერთებული შტატებიდან მიღებულ იარაღს რუსეთის ფედერაციაში სამიზნეების წინააღმდეგ, „ერთი პენიც არ ღირს“.

„ამერიკელი ოფიციალური პირების რეაქცია უკრაინის შეიარაღებული ძალების სასიკვდილო თავდასხმებზე საცხოვრებელ ადგილებში, ძალიან მჭევრმეტყველია, ეს ხაზს უსვამს ვაშინგტონის მზადყოფნას გააკეთოს ყველაფერი, რათა კიევის მარიონეტებს პასუხისმგებლობა აარიდოს“, – აცხადებს ელჩი.

ანტონოვის თქმით, „დამოუკიდებელმა“ მედიამ ვერც კი შეამჩნია, რომ დღის განმავლობაში რუსეთის ქალაქებს დაახლოებით ათჯერ მაინც დაესხნენ თავს ნეონაცისტები.

„ხაზგასმით აღვნიშნავ: ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს კლავენ დასავლური იარაღით, ზოგიერთი დაპირება, რომ ამერიკიდან მიღებულ იარაღს ჩვენს ქვეყანაში არ გამოიყენებენ, ტყუილია“, – აცხადებს ელჩი.