ლიბანიდან მართვადი რაკეტების სროლის შედეგად ისრაელის ჩრდილოეთში ოთხი ჯარისკაცი დაშავდა. სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ლიბანურმა დაჯგუფება, „ჰეზბოლამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამიზნე ისრაელის სამხედრო პოზიციები იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით უპილოტო აპარატებიც გაუშვეს, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორიდან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვეს, ორივე ღია ადგილზე აფეთქდა და ზარალი არ გამოუწვევია. პარალელურად, ისრაელის არმია ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ ჯაბალიაში სამხედრო ოპერაციას ატარებს. ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ავიაიერიშების შედეგად ჯაბალიაში არის მსხვერპლი.
ისრაელის სამხედრო ავიაცია ბომბავს ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქ რაფაჰსაც. გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქი რაფაჰი 360 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ ღაზაში ომი გაგრძელდება, ვიდრე ტყვეები არ დაბრუნდებიან, “ჰამასის” მმართველობა არ დაიშლება.