ექსპერტი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს აშშ-ის მოქალაქის, ბრიან ჯეი ბინგამის ფოტოს, სადაც ის შეურაცხმყოფელ ჟესტს იყენებს. ექსპერტის თქმით, აღნიშნული პირი აკერმანის ინსტრუქტორია და ამ ჟესტით პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობს.
“აკერმანის ამერიკელი ინსტრუქტორი – აი ასე ახდენს დაპირისპირების პროვოცირებას. ეს ნაძირალა.” – წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.
აგრეთვე, ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომლის თქმითაც, ფოტოზე გამოსახული მამაკაცი ბრიან ჯეი ბინგამია, აკერმანის ინსტრუქტორი, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა ამერიკიდან რევოლუციის მოსაწყობად. „ბრიან ჯეი ბინგამი – აკერმანის ინსტრუქტორი, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა ამერიკიდან რევოლუციის მოსაწყობად. ვინმეს რამე კითხვები დაგრჩათ? ძალიან კარგი თუ მიაბრძანებენ ვირის აბანოში“, – წერს ფოჩხუა.