დღეიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ინიციატივით, 1 სექტემბრიდან შეიცვლება პენსიის გაცემის წესი, – ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერთი ბანკმა“ გაავრცელა.

პენსიის გაცემის წესის ცვლილება გულისხმობს, რომ ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, ერთ კონკრეტულ თარიღში და მომავალშიც ამ თარიღში გააგრძელებენ პენსიის მიღებას.

„ამ ინიციატივის მთავარი მიზანია გადანაწილდეს ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადი პენსიის ჩარიცხვის თარიღებში, იმისათვის რომ მათ მიიღონ საბანკო მომსახურება კიდევ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების დაცვა პანდემიის პერიოდში ვირუსით დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან. შესაბამისად, 1 სექტემბრიდან პენსიის მიმღებ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს პენსია ჩაერიცხება საკუთარ ანგარიშზე ყოველ თვეს ერთი და იგივე თარიღში“, – განმარტავენ ბანკში.

 

“ალია”