უკრაინის პრეზიდენტი ხარკოვში ჩავიდა

ხარკოვში, რომელსაც რამდენიმე დღეა რუსეთის შეიარაღებული ძალები უტევენ, უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა. როგორც უკრაინული მედია წერს, ვლადიმირ ზელენსკიმ ქალაქ ხარკოვში სამხედრო მეთაურების სხდომა გამართა.

ცნობისთვის, ამჟამად უკრაინელ სამხედროებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები ხარკოვის ოლქის დასახლება ლიპცის სიახლოვეს მიმდინარეობს. დასახლება ქალაქ ხარკოვიდან 20 კილომეტრშია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს ქალაქ ვოლჩანსკის ქუჩებში.

სამხედრო მეთაურებთან თათბირის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში ვითარება მთლიანობაში კონტროლირებადია, თუმცა ვითარება რთული რჩება და უკრაინა შეიარაღებული ძალების სამხედრო დაჯგუფებებს აძლიერებს.