რუსეთი და ჩინეთი აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის წინააღმდეგ გამოდიან

ჩინეთი და რუსეთი მოითხოვენ, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტოს სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა სახელმწიფოებისა და რეგიონების უსაფრთხოებას. ამის შესახებ ნათქვამია ორი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელი მოაწერეს რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ლიდერებმა.

“მხარეები მოითხოვენ, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტოს სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს თავის ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთ და საფრთხეს უქმნის სხვა სახელმწიფოებისა და შესაბამისი რეგიონების უსაფრთხოებას”, – აღნიშნულია დოკუმენტში. გარდა ამისა, პეკინი და მოსკოვი დაჟინებით მოითხოვენ ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსინის იარაღის კონვენციის მკაცრ დაცვას და ასეთი შეიარაღებების განადგურებას, ასევე იურიდიულად სავალდებულო პროტოკოლის მიღებას ეფექტური გადამოწმების მექანიზმით.

იხ. აგრეთვე:   პუტინი და სი ძინპინი მსოფლიო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ერთნაირად განიხილავენ – რა დოკუმენტს მოაწერა ხელი ორმა ლიდერმა და რა არის იქ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი