ტრამპი: კარგად ვიცნობ სი ძინპინს და ვლადიმირ პუტინს, ისინი ახლა ერთიანდებიან, რათა ზიანი მოიტანონ

ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ერთიანდებიან, რათა ზიანი მოიტანონ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კარგად ვიცნობ. ახლა ისინი ერთად მუშაობენ გეგმებზე, სადაც გაერთიანდებიან, რათა ზიანი მოიტანონ. ეს არის ის, რაზეც ისინი ფიქრობენ“, – აღნიშნა ტრამპმა ნიუ იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამერიკის პრეზიდენტობის პერიოდში დონალდ ტრამპს სი ძინპინთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 2017 წელს მან ჩინეთის ლიდერს უმასპინძლა, თუმცა მომდევნო წლებში ტრამპმა სი ძინპინს მტერი უწოდა.