„გამჭვირვალობის კანონი ქვეყნის შიდა პოლიტიკაა. საქართველოს შიდა პოლიტიკაში რომ არ ვერევით, ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს“, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.
„გამჭვირვალობის კანონი, რაც ქართულმა მხარემ მიიღო, სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა. ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას არ ეხება, არ ერევა და ასეთ კონკრეტულ განცხადებას ვერ გავაკეთებ. პატივს ვცემთ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკას. საქართველოს შიდა პოლიტიკაში რომ არ ვერევით, სწორედ იმას ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს“, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა ბრიფინგზე.