უკრაინამ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას თხოვნით მიმართა, მოიხსნას შეზღუდვები რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ ამერიკული იარაღის გამოყენებაზე და დაადგინონ იმ სამიზნეების ჩამონათვალი, რომელთა მიმართულებითაც კიევს დარტყმების განხორციელება შეეძლება. ამის შესახებ The Wall Street Journal ამერიკელ თანამდებობის პირებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის ხელისუფლება ამჟამად, თხოვნის განხილვის პროცესშია.
ამას გარდა, როგორც WSJ წერს, თუ შტატები უკრაინის ამ თხოვნას დასთანხმდა, ეს „ადმინისტრაციის პოლიტიკის სერიოზული ცვლილების“ მანიშნებელი იქნება.