ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის დაღუპვასთან დაკავშირებით ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.

„ვაცხადებ ხუთდღიან სახალხო გლოვას და ვუსამძიმრებ ძვირფას ირანელ ხალხს“, – განაცხადა ხამენეიმ.

შეგახსენებთ, 19 მაისს კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად კიდევ 7 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კატასტროფის ადგილს დღეს მიაღწიეს. მალევე, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბორტზე მყოფთაგან ვერავინ გადარჩა