2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლეთი ეძებს გზებს, რომ ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის უსაზღვრო პარტნიორობა გაწყდეს, – ამის შესახებ Financial Times წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბევრი ევროპელი ლიდერი ცდილობს, რომ დაარწმუნოს სი, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პუტინის წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი მიზანია რუსეთის იზოლაცია.
„თუმცა, ვაშინგტონში არსებობს კონსენსუსი, რომ ჩინეთი უფრო საშიში გრძელვადიანი მოწინააღმდეგეა. ზოგიერთი ამერიკელი შეშფოთებულია რუსეთის ჩინეთის ხელში ჩაგდების შესაძლებლობით და ამით ძალთა გლობალური ბალანსი შეიცვლება პეკინის სასარგებლოდ“, – ნათქვამია სტატიაში.
ამერიკელი დიპლომატი ჰენრი კისინჯერი მიიჩნევს, რომ დასუსტებული რუსეთი რეალურად გახდება ჩინეთის სატელიტი, რის შედეგადაც პეკინის გავლენის სფერო გაძლიერდება.
„გამოსავალი იქნება განხეთქილების შექმნა მოსკოვსა და პეკინს შორის. სამწუხაროდ, ასეთი გეოპოლიტიკური ნაბიჯი ნაკლებად სავარაუდოა, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში. პუტინის მიღება პეკინი ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების სიძლიერის დასტურია“, – წერს მედია.
სტატიის ავტორის თქმით, სი-სა და პუტინს შორის კავშირი კვლავ მყარი რჩება, რადგან ის საერთო მსოფლმხედველობას ეფუძნება. ორივე ავტოკრატი ნაციონალისტია, რომლებიც მთავარ საფრთხედ აშშ-ს ხედავენ.
სტატიის ავტორი დასძენს, რომ პუტინმა იცის, რომ ჩინეთის მხარდაჭერა აბსოლუტურად აუცილებელია რუსეთის ომისთვის უკრაინაში და ეს ურთიერთდამოკიდებულება ნიშნავს, რომ მოსკოვი და პეკინი დარჩებიან დაკავშირებული, მიუხედავად მათი ურთიერთობის დაძაბულობისა.
„დასავლეთის მეორე მცდელობა დაარღვიოს რუსეთ-ჩინეთის ღერძი დღეს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო რთულ ცვლილებებს მოითხოვს პოლიტიკაში“, – დასძენს სტატიის ავტორი.