მესტიის მუნიციპალიტეტში დღეიდან, 2 სექტემბრიდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 26 აგვისტოს განაცხადა.
მესტიის მუნიციპალიტეტი კორონავირუსის შემთხვევების მატებისა და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 10 აგვისტოს ჩაიკეტა. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მუნიციპალიტეტში ერთდროულად ვირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.
მუნიციპალიტეტში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა თერმოსკრინინგი და მოსახლეობის ტესტირება.
“ინტერპრესნიუსი”