ნახეთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე

26 მაისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. დასავლეთ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 24-25 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 24 მაისს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 24 მაისს დღისით +25, +27 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა 24 მაისს დღისით +23, +25 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა 24 მაისს დღისით +23, +25 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება“.