საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გურჯაანში გამართულ ღვინის ფესტივალს დაესწრო.„ღვინის სამშობლოს სახელი ჩვენ უკვე გავიტანეთ საზღვარგარეთ და ამ ზეიმსაც ბევრი უცხოელი სტუმარი ესწრება. დღეს საქართველო ღვინის წარმოებაში მთავარი და წამყვანი ქვეყანაა – ყველაზე ძველი, ყველაზე საინტერესო და სამომავლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი, რამეთუ ჩვენთან უკვე ვითარდება ბიოღვინის მრეწველობა, რადგან ჩვენ უკვე წინასწარ ვიცით რა სჭირდება მსოფლიოს მომავალში. გლეხებმა თავად დაიწყეს ღვინის წარმოება, რაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, რომ ბევრი ქალი ჩაუდგა ამ საქმეს სათავეში და ძალიან წარმატებულადაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან ცოცხალი, ძალიან ენერგიული, და ძალიან წინდახედულია“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.