მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა.
„ნაციონალებო“, ჩვენი ქვეყნისა, შეერთდით – ეს არის ამის მოწოდება და, საბოლოოდ, მრავალ ნაწილად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ ისევ შეკრებაზეა საუბარი. თუმცა, აქაც, როგორც ვხედავთ, მაინც რთულია მათი შეკრება, რადგან პირადი ამბიციები ამოძრავებთ. სამოქმედო გეგმაც ასეთი აქვთ, მოვიდეთ ხელისუფლებაში, ჩავატაროთ ყველა ის რეპრესია, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის დამხასიათებელი, მივიღოთ იგივე სურათი, რაც არის უკრაინასა და მოლდოვაში. ეს არის რეალურად გზა საქართველოს არა ევროკავშირისაკენ, არამედ გზა „ნაციონალური“ კოშმარის გამეორებისაკენ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.