უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ინიციატივები უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით სულ უფრო გიჟური ხდება.
„ევროპელი პოლიტიკოსები სულ უფრო და უფრო გიჟური იდეებით გამოდიან: ჯარისკაცების გაგზავნა უკრაინაში, რუსული რაკეტების ჩამოგდება უკრაინის თავზე, ბირთვული ომი, ევროპელი წვევამდელები, რა არის შემდეგი?“ – აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.