„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ ვეტოს გადალახვით გამოწვეულ იმედგაცრუებაზე საუბრობს.
ზურაბ ქადაგიძე ამერიკელ სენატორს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ბევრმა იმედგაცრუებებმა მელანქოლია იცის.
აქვე ის წერს, რომ დროა შტატებმა საქართველოსთან და კავკასიის რეგიონთან მიმართებაში საერთო ინტერესებზე დაიწყოს საუბარი და არა მხოლოდ საკუთარი ინტერესები გააჟღერონ.
„აბა, დიდი გამოცდის წინაშე დამდგარხართ, სენატორო?! ბევრმა იმედგაცრუებებმა მელანქოლია იცის და ფრთხილად იყავით, საქართველოზე დარდმა არ გადაგიყოლოთ. ისე, დროა ნელ-ნელა გადააწყოთ თქვენი საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში და თანაბარუფლებიანობის პრინციპით საუბარი ისწავლოთ ჯობია. ასევე, თუ საქართველო და კავკასიის რეგიონი გადარდებთ, საერთო ინტერესებზე საუბარი უნდა დაიწყოთ და არა მხოლოდ, საკუთარი სურვილები გვიკარნახოთ. არა უშავს, იმედგაცრუება მალე გადაგივლით და რაციონალურად შეაფასებთ ვითარებას. ნუ, თუ არა და – „Long way to Jandaba”, – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.