დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთი უკრაინაში რომ შეჭრილიყო, მოსკოვს დაბომბავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი” ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპმა, ასევე აღნიშნა, რომ ტაივანზე თავდასხმის შემთხვევაში ჩინეთსაც დაბომბავდა, რამაც დონორები გააკვირვა.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო ღონისძიებების დროს ტრამპი, ზოგადად, საუბრობს საგარეო პოლიტიკაზე და იმ თემებზე, რომლებსაც მიტინგებზე განიხილავს, კერძოდ, ინფლაციასა და იმიგრაციაზე.
დონალდ ტრამპი ზოგიერთ მთავარ დონორს ნიუ-იორკის სასტუმროში ამ თვის დასაწყისში შეხვდა.