მერამდენდ ჰპირდებიან არმაგედონის მოწყობას ქართულ საზოგადოებას. ყოველ ჯერზე დასაცინები ხდებიან და, მიუხედავად ამისა, ამ შეკრული წრიდან ვერ გამოვიდნენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოთხი წელია, რაც რადიკალური ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების შედეგებს.
„4 წლის განმავლობაში ისინი არ ცნობდნენ არჩევნების შედეგებს და ოთხი წლის განმავლობაში ამბობდნენ, რომ აუცილებლად იქნება ვადამდელი არჩევნები. დღესაც კი, დარჩენილია ნახევარი წელი და საბოლოოდ ყველაფერი დადის იქამდე, რომ ისინი დაიწყებენ ერთმანეთის დახოცვას, თუ ვინ რომელ სიაში მოხვდება და რომელ ადგილზე გავა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.