რუსეთში ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა

რუსეთში ცნობილი მსახიობი, ანასტასია ზავარატნიუკი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ starhit.ru იუწყება.

ზავარატნიუკს რამდენიმე წლის წინ თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა. ბოლო 5 წელი ანასტასია სახალხოდ არ გამოჩენილა. მსახიობის ჯანმრთელობის შესახებ, ძირითადად, მისი შვილიб ანა წერდა.

ანასტასია ზავარატნიუკის გვერდით ბოლო წუთამდე მისი მეუღლე, ფიგურისტი პიოტრ ჩერნიშევი იყო. მათ შვილი მილა ჰყავთ, რომელიც 2018 წელს გაჩნდა.