რატი იონათამიშვილი: ერთმანეთს რეზიდენტებს უწოდებდნენ, დღეს ერთმანეთი შეუყვარდათ, ეს მონობის გამოვლინებაა

ფაქტობრივად, პრეზიდენტმა აგენტების პოლიტიკური რეესტრის შექმნა დააანონსა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა რატი იონათამიშვილმა პრეზიდენტის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

“ვინც ხელს მოაწერს ქარტიას საქართველოს წინააღმდეგ, ეს მხოლოდ კარგი იქნება, რადგან ისინი ამით აღიარებენ, რომ ეს ადამიანები არ არიან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიმღებლები, არიან დავალების შემსრულებლები. სხვანაირად შეუძლებელია თანამშრომლობა, რადგან ჯერ კიდევ გუშინ ერთმანეთს რეზიდენტებს უწოდებდნენ და ერთმანეთს უკიდურესი სიტყვებით ლანძღავდნენ, დღეს ერთმანეთი შეუყვარდათ. რა თქმა უნდა, ეს ქიმია არ არის, ეს მონობის გამოვლინებაა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს რამდენიმე დღის წინ სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ წარუდგინა.