საფრანგეთში ფეხბურთის მატჩზე დაგეგმილი რადიკალი ისლამისტების ტერაქტი აღკვეთეს – ფრანგული მედია

საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებმა ისლამისტების ტერაქტი აღკვეთეს, რომელიც სავარაუდოდ ფეხბურთის მატჩის მიმდინარეობისას იყო დაგეგმილი. ამის შესახებ BFMTV სამართალდამცავი ორგანოების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

დაკავებულია 18 წლის ეთნიკურად ჩეჩენი. ის საფრანგეთში 2023 წელს ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად.

გამოძიებისთვის, სავარაუდოდ, უკვე ცნობილია, რომ ახალგაზრდას გულშემატკივრებსა და პოლიციაზე თავდასხმა სურდა.

დაკავებული წარდგენილ ბრალდებას უარყოფს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა თქვა, რომ ეს იყო 2024 წლის ოლიმპიადისთვის დაგეგმილი პირველი აღკვეთილი ტერორისტული აქტი.