რუსეთმა უკრაინის ხუთ ოლქში ენერგოინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკო წერს.
სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ენერგოობიექტებზე ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, კიროვოგრადის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში.
სარაკეტო იერიშის შედეგად მიყენებული ზიანი მოგვიანებით დაზუსტდება.