ვგმობთ ძალადობას, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭარავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სამართალდამცველები შემთხვევაზე რეაგირებას მოახდენენ.
„პირადად მე და ჩვენი გუნდი, რა თქმა უნდა, ვგმობთ ძალადობას. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება. სამწუხაროდ, ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ თუ ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები და რით იყვნენ შეიარაღებულნი. თუმცა გარწმუნებთ, სამართალდამცველები ამაზე რეაგირებას მოახდენენ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, პარტიის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ.