,,ფაქტობრივად, ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობაა და ასევე მცდელობა, რომ ქართველი ხალხი დააჯერონ ამ ალტერნატიულ რეალობაში. რა თქმა უნდა, ყველაფერი თვალნათელია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.
წილოსანის თქმით, “სააკაშვილის პოლიტპატიმრობასა და ამ ადამიანის და დიქტატორის მოქმედებებთან დაკავშირებით საქართველოს ყოველი მოქალაქის ცოდნა გამყარებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით”.
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ყველა ძალიან კარგად ადევნებს თვალს, თუ რამდენად მაღალი სტანდარტების სერვისს იღებს ის პენიტენციურ სისტემაში”, – აღნიშნა წილოსანმა.