ავსტრიაში, ესპანეთსა და იტალიაში ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ძალები იგებენ

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ავსტრიაში და ესპანეთში მემარჯვენე ძალები იგებენ. ანალოგიურ შედეგებს პროგნოზირებს ეგზიტპოლები იტალიაშიც. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ასე. მაგალითად, ავსტრიაში „თავისუფლების პარტიამ“ 25% მიიღო, მეორე ადგილზე ავსტრიის „სახალხო პარტია“ გავიდა, ხოლო მესამეზე – „ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ 23,3%.

ესპანეთში გაიმარჯვა ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა „სახალხო პარტიამ“ (34,18%). ესპანეთის მმართველმა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ 30,19% მიიღო.

ევროპარლამენტის არჩევნები, ევროპის უმეტეს ქვეყნებში, 9 ივნისს ჩატარდა.