ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე არჩევნების დანიშვნა „ძნელად გასაგებია“, – ამის შესახებ პარიზის მერმა, ენ იდალგომ განაცხადა.
ენ იდალგო სოციალისტური პარტიის წევრია, რომელიც მაკრონის ოპონენტად ითვლება.
შეგახსნებეთ, საფრანგეთში არჩევნები ორ ეტაპად ჩატარდება 30 ივნისს და 7 ივლისს, ხოლო ოლიმპიადა 26 ივლისსაა დაგეგმილი.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი კი ამბობს, რომ საფრანგეთის პოლიტიკური ლიდერები ერთიანები არიან თამაშების მხარდაჭერაში და ის ახლა ვერ ხედავს ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ ეს ერთობა დაირღვევა.
„საფრანგეთი შეჩვეულია არჩევნების ჩატარებას. ამას კიდევ ერთხელ გააკეთებენ. იქნება ახალი მთავრობა და ყველა მხარს დაუჭერს ოლიმპიადას“, – ამბობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.