ვენეციაში 77-ე კინოფესტივალი გაიხსნა

ვენეციაში 77-ე კინოფერსტივალი გაიხსნა. ფესტივალი ერთ-ერთი მთავარი კულტურული ღონისძიებაა, რომელიც პანდემიის პერიოდში ევროპაში იმართება.

წელს კინოფესტივალი განსხვავებული ფორმატით ტარდება. სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ტემპერატურის შემოწმება. წითელ ხალიჩასთან შეკრებას ვერ შეძლებენ გულშემატკივრები.

ვენეციის 77-ე კინოფესტივალი 12 სექტემბრამდე გაგრძელდება და საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის 18 ნამუშევარი იბრძოლებს.

 

“რუსთავი2”