კორონავირუსზე გუშინ ჩატარებული 7000-ზე მეტი ტესტის პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი

კორონავირუსის ახალ შემთხვევებს გიორგი გახარიამ უაღრესად საყურადღებო უწოდა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გუშინ ქვეყნის მასშტაბით 7000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა, რომლის პასუხებიც დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, ეს კი ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთესად გვაჩვენებს.

გიორგი გახარიას თქმით, გლობალური პანდემია არის გამოწვევა, რომელთან ერთადაც ცხოვრება მოგვიწევს შემდეგი წელიწადის, წელიწადნახევარის განმავლობაში და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სწორად ვმართოთ რისკები.

„ვერავინ ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს, მათ შორის საქართველო, რადგან ეს არის გლობალური გამოწვევა და რისკი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ასევე დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

“იმედინიუსი”