ბელარუსში, სტუდენტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მათი რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობა. დემონსტრანტების ძირითად ნაწილს ერთდღიანი პატიმრობა შეეფარდა.
ბელარუსში საპროტესტო აქციების ტალღა 9 აგვისტოს დაიწყო. მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და განმეორებით არჩევნებს ითხოვს.
“1 არხი”