გერმანიაში ავღანელმა მამაკაცმა უკრაინელი ქალი დანით დაჭრა, მიმდინარეობს გამოძიება – Bild

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, 41 წლის უკრაინელი ქალი სანაპიროზე დანით დაჭრეს. ინფორმაციას უკრაინული მედია Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა 10 ივნისს, შუადღისას მოხდა. დანაშაულში ეჭვმიტანილი 19 წლის ავღანელია.

მედიის ცნობით, გამვლელებმა ქალის ყვირილი გაიგონეს და დასახმარებლად მისკენ გაიქცნენ.

თავდამსხმელმა ბუჩქებში მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა. მედიის ცნობით, მამაკაცს თან დანა ჰქონდა.

თვითმხილველებმა ქალს პირველადი დახმარება გაუწიეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

მოსამართლემ გამოძიების დასრულებამდე თავდამსხმელის დაკავების ბრძანება გასცა.

პროკურატურა მკვლელობის მცდელობას იძიებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გერმანიის ქალაქ მანჰეიმში, ავღანელი მიგრანტი დანით დაესხა თავს ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებს, რომლებიც ანტიისლამურ აქციას მართავდნენ. თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილი პოლიციელი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გერმანია, უსაფრთხოების მიზნით, ავღანელი მიგრანტების ავღანეთში დეპორტაციას განიხილავს.